მიყვარხარ…ძალიან მიყვარხარ…შენი სუნი და ხმა სიგიჟემდე მიყვარს… მიყვარხარ,როცა ჩემთან ხარ…და მაშინაც,როცა არა ხარ…. მიყვარს შენზე ფიქრი…ჩვენზე ფიქრი მიყვარს… მიყვარს წელიწადის ყველა ის დრო,როდესაც ერთად ვიყავით… მიყვარს ყველა ის გზა და ადგილი, სადაც ერთად გაგვივლია სიყვარულით თვალებში… მიყვარს ხელჩაკიდებული,რომ გყავარ…და როცა ცივა შენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა… მიყვარს როცა ხელებზე მკოცნი და თვალებში მიყურებ… მიყვარს რომ გიღუტუნებ და გაწვალებ,შენ კი იცინი… მიყვარს ჩვენი ზაფხული და მიყვარს ჩვენი პირველი შეხვედრა… ჩვენი პირველი კოცნა დღემდე მწვავს…ძალიან მიყვარს… მიყვარს ჩვენი პირველი ჩხუბი…და ბოლო შერიგებაც მიყვარს… მიყვარს შენი თბილი,რაღაცნაირი ფერის თვალები…შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა… მიყვარს შენი სიცილიც და სერიოზულობაც… მიყვარს ის ბოლი,რომელსაც პირიდან უშვებ, როცა ჩუმად ეწევი და თვალმოჭუტული რაღაცაზე ფიქრობ… მიყვარს, რომ ტკივილით მიყურებ … და მაინც ბედნიერი ხარ… მიყვარს რომ მესიზმრები…თბილი და მოსიყვარულე… მიყავრს რომ გესიზმრები…როგორი, ეგ შენ იცი…მთავარია,რომ ხშირად გესიზმრები… მიყვარს შენი ოდნავი შეხება ცხვირზე, როცა ძალიან ყურადღებით უყურებ გზას… მიყვარს შენთან ლაპარაკი…ყველაფერზე… საშინლად მიყვარხარ…
მომენატრე…ძალიან მომენატრე დღეის მერე…დიდი ხანია არ მომფერებიხარ თმაზე…