გაუმარჯოს ვინც ოცნებით ათენა და აღამა ვინც ქართველად დაიბადა ვინც მოკვდება ქართველად გაუმარჯოს საქართველოს ცით ნაკურთხს და დალოცვილს ამოუცლელ სიმდიდრეს და სიღარიბეს ამოცლილს მხარბეჭიან მთას და მდელოს ვეფხიანს და ლომიანს არწივების გაფრენას,ღობემძვრალას ძრომიალს, სადაც ყინვა ვერა ყინვობს,ღვინო ღვინოს უდრის წყაროცა გაუმარჯოს შოთას ნესტანს,სულხან-საბას სალოცავს, კოჭლი ტატოს მერნის ქროლვას,ვინ სთქვა კოჭლი თუ იყო ჭავჭავაძის ქვათა ღაღადს და აკაკის სულიკოს ჯუღაშვილის უკვდავებას,არაკაცთა საძრახავს ისიც კმარა ,,ქართველი ვარ მსოფლიოს რომ გასძახა გაუმარჯოს დედის მანდილს,ნამუსის ქუდს მამისას, გაუმარჯოს ცხრა მთას იქით,ვინაც სული დალია, სიკვდილის წინ მშობლიური წაყლიც ვეღარ დალია გაუმარჯოს საქართველოს ცით ნაკურთხს და დალოცვილს ამოუცლელ სიმდიდრეს და სიღარიბეს ამოცლილს !!!
ტკბილ მოგონებას გაუმარჯოს- განშორებას და მონატრებას რომ მოსდევს... ისეთ მოგონებას გაუმარჯოს- ბაგეთ სიხარულს რომ მოჰფენს... იმ განშორებას გაუმარჯოს- მოლოდინის ცრემლი რომ მოსდევს... და იმ მონატრებას გაუმარჯოს- ზმანება ,ბოდვა რომ მოსდევს!
უ ფლის კურთხევით დავლოცოთ ფ იალით საქართველო , ა მ ჩვენს პატარა ქვეყანას ლ ანგრით მივართვათ ლელო. ო დითგან მისი მშვენებით შ ური ახრჩობდა მტერს, ე ს ჩემი ქვეყნის ველები გ ონს უბნელებდა სხვებს. ვ აი, რომ საქართველოთი ი წვოდა ჩვენი გული, წ უთისოფელს გვიმწარებდა ყ ოველი უცხო რჯული. ა ხ, საქართველოვ ლ ომი იყავ ჩვენი მარადის, ე სე ღმერთს შევსთხოვ კიდევ გნახოთ ნ იკოფსიიდან დარუბანდამდის.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, დაასხით ღვინო! საქართველოს სადღეგრძელო უნდა დავლიო! ჩემი კახეთი; ჩემი შილდა; ჩემი ხუბერა. ყმაწვილკაცობის, იორღობის, წლებმა უბერა. ძველი შუამთა, ალავერდი, ჩემი თელავი. წითელი კაბით ერთი გოგო, გრძნობის მთელავი. თვალებს ამშვიდებს, გულს აჩქროლებს, ალაზნის ველი. მარტის გაზაფხულს ნადიკვრიდან მე ისევ ველი. მოიტათ ჭიქა, რომ კახეთის სადღეგრძელო შევსვა, დავლიო, წუთისოფელი სიყვარულით მთვრალმა გავლიო. აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, მომეცით ყანწი, ამ ცხოვრების სადღეგრძელო მინდა დავლიო!