ვზივარ და ვხატავ ჩემს ანგელოზებს, თვალებს ნაღვლიანს, ვერ ვაშორებ მათ წმინდა სახეს, გულს სიმარტოვე მობეზრებია და ანგელოზებს მოვუხმე მხოლოდ, ცაში აჭრილი გადმომცქერის და ჩემი გულისთვის, ჩემთვის ლოცულობს..!
წვიმა.. წვეთები..შენს ტუჩებს ვეხები.. ვგრძნობ გრძნობა ნელდება.. სულში მერევა ნაღველი დარდის.. ყოველთვის დარდი თან დასდევს თვალებს.. მე მინდა წრფელი. სიყვარულს ველი.. გეხები ფრთხილად.. ნუ გეშინია მე შენთან ვარ მუდამ.. ნუთუ ვერ მხედავ.. შენს სხეულშია ჩემი სულის ტკივილი ძველი.. ღამდება ისევ.. სავსეა ისე.. თითქოს აღარ ვგრძნობ იმას რაც უწინ, მეგონა გულის უცვლელი შფოთვა.. სევდიანს ასე ჩამეძინება.. სიზმარშიც გხედავ.. ნუთუ გიგონებს.. ისევ გინატრებს.. და უხმოდ ფიქრით გამოღვიძებულს.. კვლავ მაგონდება თვალები შენი. ტანჯული სული ვეღარ გაუძლებს.. სადღაც ზეცისკენ მოსჩანს სინათლე.. ვგრძნობ დროა წასვლის.. და მეც გშორდები.. მგონი დაგკარგე.. აგერც შენ მიხმობ.. იმ ლამაზ წუთებს მე მოვიგონებ ჩვეული დარდით.. ყოველთვის ასე მიუსაფერი დავრჩები მუდამ.. ვის ენაღვლება ცოდვილი ქალი...!
ისევ სიმარტოვე, ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ არ ვიცი. მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები ძალიან დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე თუ
სოფომ გული ისე გადამიშალა, თითქოს დიდი ხნის წინ შეხორცებულ იარას მიჩვენებსო, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ იყო თუ როგორ მწარედ "გაუტყდა” ოდესღაც პატარა გული. მე და რეზი ერთ ანსამბლში ვცეკვავდით, -ასე დაიწყო მან თხრობა- რაღაცნაირი ტიპია, ანსამბლში მასზე ბევრად უფრო სიმპატიური ბიჭებიც გვყავდა, მაგრამ ყველა მაინც მისით იყო მოხიბლული, მოცეკვავე გოგონებიც და მაყურებლებიც. გულის სიღრმეში ალბათ მეც მომწონდა, მაგრამ ვიცოდი რეზომდე არავინ მიმიშვებდა და საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, მისი ღიმილი, რომ ოცნებად მქონდა ქცეული.
19 მარტია, პარასკევი დღე. 23_ში სერჟანტ ნ-_-_ს დაბადების დღე აქვს, მაგრამ ეს სამი დღის მერე, დღეს კი გაწამაწიაში არიან, საქართველოდან სამი ამანათი მიიღო, დაბ, დღესთან დაკავშირებით და ორი მათგანი სანუკვარი სასმელით არის სავსე, მესამეში ტკბილეული. ეს ყვეკლაფერი იციან, მაგრამ აი უბედურება, ნაწილი დახურულია, სპეც. დანიშნულებისაა და ყველა ამანათი ისინჯება, ვინ შეგატანიებს სასმელს, გამორიცხულია, თანაც მორიგე მაიორი კატელნიკოვია, რომელსაც არც პირი აქვს რამე შეჭამოს ან დალიიოს და არც ყურები, რამე გააგებინო ან შეაგნებინო. ბიჭები სხედან და ვერაფერი მოუფიქრებიათ, ერთმანეთს უაზროდ შეჰყურებენ. ბიჭებო, მოდით ბაბინს ვუთხრათ, ამანათებს ხომ ის მიიღებს, მანქანაში რომ ჩააწყობს, ერთი მაინც დამალოს როგორმე, გახსოვთ ორი თვის წინ შემოაპარა. ბიჭებს პატარა, მაგრამ მაინც იმედი აუკიაფდათ თვალებში.
ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ......