|
ნიკო გომელაურს.... |
შენს ქალაქში არაფერი გვაოცებს,
შენს ქალაქში თურმე რა არ მომხდარა,
მაგრემ ერთი აქ კი ცხადზე ცხადია,
პოეზია აქ არასდროს მომკვდარა...
შენს ქალაქში კითხულობენ შენს ლექსებს,
შენი რითმის სიყვარულში გართულან...
შენს ქალაქში შენ იცხოვრე ქართულად,
ვაშკაცურად და არა წარმართულად...
ნუ გგონია შენი ლექსი დაობლდა..
ნუ გგონია რომ ფურცლები დაობდა...
შენ ქალაქში ლამაზია ტაძარი,
არ წასულა შენი მუზა აქ არის...
ნუ გგონია რომ სიკვდილით გვშორდები
ჩემო ნიკოოო,ჯერ არ გემშვიდობებით...
შენ ქალაქში მოგვიტანე ფერები,
შენ საფლავთან მოვალ მოგეფერები,
შენ გვაჩუქე სიყვარული ზღვაური...
შენ გვაჩუქე ნიკო გომელაური...
შენს ქალაქში ყველაფერი მოსულა...
შენს საფლავზე იები ამოსულა...
|
ნანახია: 469 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
******** |
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
|
ნანახია: 506 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
********* |
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. მე - გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენში ის თავს გრძნობს კარგად. ჩემში კი სველი დენთი - აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . და თუ ასეა - წვეთი , ნამუსი მაინც მმართებს .
|
ნანახია: 572 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
********* |
სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა. მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული. მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება მარტო მომიწევს ახლა სიარული.
მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია. მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით. ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია. ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.
ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს. ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად. მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.
რად ააფარე სიყვარულს ჩადრი? მე მეცინება-სხვას როგორ მადრი. სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი...
|
ნანახია: 486 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
********** |
niko gomelauri...
|
ნანახია: 507 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
******** |
niko gomelauris xsovnas
|
ნანახია: 357 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
******** |
niko gomelauri "ninas"...
|
ნანახია: 296 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
******** |
vniko gomelauri...
|
ნანახია: 273 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
****** |
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე, ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული, ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს, არცა შენდობას, არც შეცოდებას. ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა - ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი - ტალახის გავლით, ან და გაფრენით. მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა, სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა და ბედაური გამოდგა მხდალი, ტყვიის წამალი დანესტიანდა, მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ და მექაჩება ცეცხლში სატანა, ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი, უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო, არ მეშინია მე შენი მადის. არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას, რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა. გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში - ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.
|
ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
************ |
წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს, ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს, ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს, ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.
წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს, მერე რა,რომ კოცნის ზღვას.
წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს, რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს.
წელიწადის არც ერთ დროს, დღე-ღამეში არც ერთ წამს... არაფერზე მეტყვი ხოს შენი მაინც მუდამ მწამს.
|
ნანახია: 473 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka |
სრულად...
|
|
|
|
|
|
|