.........

შენ იმდენ სითბოს იმეტებ ჩემთვის,

სამაგიეროდ რა მოგცე უნდა?

მე შენი სულის ჩურჩულიც მესმის,

მაშინაც მესმის როცა ხარ ჩუმად...

ვიცი რა გტკივა... სულს რა გიშფოთებს,

ვიცი რა გწყინს და რა გიხარია...

ხანდახან ძალას კარგავს სიტყვები,

მაგრამ...მიყვარხარ თანაც ძალიან!!!!!




 ამ გულს სიცოცხლის ბოლომდე ეყვარები . ცოტა კი მოიწყინა რადგან ენატრები!..


ლურჯო ფერიებო რატომ მოიწყინეთ?

გინდათ ჩემი ცრემლით უმალ დაგასველოთ?!

ოღონდ გეხვეწებით ფრთები არ დახაროთ,

მერე მოვკვდები და თქვენ კი მომეფეროთ.

ლურჯო ფერიებო ერთხელ გაიღიმეთ,

იქნებ ეგ ღიმილი სულში გამიწვიმდეს,

ახლა მასზე ფიქრებს ბუდე ავუშენე,

ხო და სიყვარული ძიძად მივაბარე.

ლურჯო ფერიებო მოდით,წამიყვანეთ,

ხელი ჩამკიდეთ და გზები გამიკვალეთ,

მერე მის ეზოში ერთად ამოვიდეთ,

იქნებ მომწყვიტოს და იქნებ შევუყვარდე...


როცა მოწმენდილ ცაზე იწვიმებს,

ბაგეს ეხება წვიმის წვეთები,

ხელი შეახე თორემ იტირებს

ეგ წვიმა მე ვარ და გეფერები


წვიმს...

და ენატრები გულს

წვიმს ,და რა ადარდებს გულს.

წვიმს...

სევდის კრიალოსანი ჩამარცვლა წვიმამ,

ადგილი დაუთმო მზეს,

წამო, ნუღარ ვწეწავთ სულის სიმებს,

ყავა დავლიოთ დღეს

მითხარი, რა გითხრა ასეთი წვიმამ,

რაო, რა უნდაო მზეს?

ჭორები მომიყევი, რა უნდათ სხივებს,

გულში ჩაახედონ სხვებს?

მოდი, დღეს უბრალოდ ყავა დავლიოთ და

სადმე დავემალოთ დღეს


გიჟურ ოცნებას შემოგბედავ უფსკრულად გაშლილს, დღეს მეყვარები, იქნებ გავქრე უკვალოდ მე ხვალ... მონატრებულ ცრემლს გადაგიშლი ბილიკად სახლის, დაგელოდები მერე ისევ... შენ ალბათ მოხვალ... მიამბობ მერე: "ეს დღეები შენზე ვფიქრობდი, მენატრებოდი,სიცოცხლეო, ხომ კვლავ ჩემი ხარ?" მე გაგიღიმებ... ბედნიერი ავდგები ფეხზე და ჩაგჩურჩულებ ყურში ჩუმად: "მუდამ შენი ვარ!"


♥ნელმა ნიავმა თუ კი გაკოცა ჩემგან იქნება არ გაიკვირვო...



ნუღა მებუტები!..იქნებ აღარ ვიყო...

ხვალ,ზეგ წვიმასავით იქნებ გადავიღო,

მერე რას ვუშველით წარსულ მოგონებებს,

ალბათ ხელს ჩაკიდებ წყეულ მოჩვენებებს....

 

ნუღა მებუტები!ხელში ამიტაცე...

მაგრად ჩამიხუტე,წამით გამიტაცე..

ისევ მეთამაშე,თმებზე მომეფერე..

გულში ჩამიკარი,თორემ იქნებ მერე.............

 

მოდი შემირიგდი,ნეკი მომიწოდე,

ჩემთვის რა წმინდა ხარ,გულში რომ იცოდე..

გინდა?გამიწეწე თმები,შენ რომ გიყვარს,

შემირიგდი,თორემ გული ვეღარ იტანს..

 

მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ..

აღარ გაწყენინებ არც დღეს,არც ხვალ....არც ზეგ..

იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები,

არა,არ დამტოვო,ჩემო...გეხვეწები!!





ნანახია: 719 | კომენტარები: 2 | ავტორი: eka სრულად...

****
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები

ნაზი მოფერებით წაუშალეთ...



ნანახია: 769 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

,,,,,,
. თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო, 

შორს ნუ მეძებ!

მანდვე ვარ...

შენს გულშI...

გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?

საკუთარ გულზე დაიდე ხელი,

შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...

როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად

გვიცემს...

ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს

გულისცემას...

ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,

აქვე მყავხარ გულში,

შენი ტარებაც კი შემიძლია,

გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,

ჩვენ სულ ერთად ვართ.

დაფიქრდი განა ასე არ არის?

განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?

მე შენ გული მოგპარე,

ჩემი გული კი შენ გაქვს,

სიყვარულისთვის ესაა მთავარი...

ნანახია: 447 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

...
კაცი კვდებოდა და ანგელოზს სიცოცხლე სთხოვა, ანგელოზი გამოეცხადა და ხელისგულით თხილი გაუწოდა, რამდენი თხილიც აქ არის იმდენ სიცოცხლეს მოგცემო. კაცმა უარი თქვა ბევრიაო, მაშინ ანგელოზმა კაკლის გული გაუწოდა, კაცმა ესეც ბევრიაო. მაშინ ანგელოზმა უთხრა, არც მეტი არც ნაკლები, რამდენი მეგობარიც გყავს იმდენ სიცოცხლეს მოგცემო.მაშინ კაცი დაღონდა, რადგან იცოდა მისი სიკვდილი ახლოს იყო, მას არცერთი მეგობარი არ ყავდა.მოდი იმ მეგობრებს გაუმარჯოს,
რომლებიც ჩვენ სიცოცხლეს გვმატებენ...

ნანახია: 727 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

mtvare
ახლა მთვარე არის როგორც გაღიმება, 
გულში უცნაური მწუხრის საათია,
ეს ღიმილი არის ჩემი ბალიში და
მწოლიარე ზეცა თითქოს საბანია.

მე კი სულ არ მინდა ახლა მწუხარება,
სიმპატიკური და ჩუმი კაეშანი,
უფრო ყოფნა მინდა ალბათ უდარდელად,
უფრო მზესთან მინდა ღამით პაემანი.

თუმცა არ მშორდება ფეა მინორული,
თითქოს ჩემში უნდა ღამე გაათიოს,
რა დროს თენებაა მხოლოდ ოთხი არი,
ზეცის საბნობა კი ღმერთმა მაპატიოს.

ცაზე რა ხანია არის გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
შენთან ყოფნა მინდა ახლა ძალიან და
მთვარის გაღიმება მხოლოდ საბაბია.

ნანახია: 731 | კომენტარები: 2 | ავტორი: eka სრულად...

;;;;;;;
მწუხრიან ფარდებში დუმილით ვივსები,
ყველა ოცნებამ მარხილით იარა.
მე შეუცვლელი ბავშვი ვიქნები,
ვეღარ მომირჩენ შეუმჩნევ იარას?

შენა ხარ გრძნობების ერთგული სარდალი,
შენა ხარ ართქმული ლეგენდა გმირობის,
შენა ხარ ყველა ცოცხალზე მართალი,
შენა ხარ მალამო სულ ყველა ჭრილობის.

რითმის შეგრძნება მგონი დავკარგე,
ცხოვრებას ჩამოვრჩი ნელი ნაბიჯით.
შენი სახება გულში ჩავქარგე,
რამ დამავიწყოს გრძნობის ღრმა ფიცი.

შენა ხარ ყველა დიადზე დიადი,
შენა ხარ დარდი უთქმელი სიტყვებით.
შენა ხარ ღამის შუქურა წყვდიადის,
მეტყველი თვალები ნათენებ ფიქრებით.


მე ზურგს ვერ ვაქცევ შეშლილ იმედებს,
მარად მცივანი შენით გამთბარი ვარ.
მწარე ტკივილი ვერ გამიმეტებს,
რადგან შეშლილი სულის ზამთარი ვარ.

ნანახია: 703 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

////

გვსურს თუ არა გვსურს ერთ დროს ყველა დავხუჭავთ თვალებს,
წავალთ ამ სოფლით და მოვიხსნით ქვეყნიურ ვალებს,
დავლიოთ ერთად, მეგობრებო, დავლიოთ ერთად,
ამ ქვეყნად გვიან მოვედით და მივდივართ მალე........."

"რისი გეშინია?
შენი აჩრდილია,
დაგდევს და სურვილი აწამებს,
შენი კოცნა უნდა,
არც გასაკვირია,
მას კოცნა აკვანში ასწავლეს.”

"ვერ გეხები... ალბათ დილის მირაჟი ხარ,
დილით ქრები... ღამით ისევ სიზმარში ხარ,
იქნებ სხვა ხარ... მეკი სულ სხვად მელანდები,
იქნებ არც ხარ... მეკი მაინც მენატრები...”

"არასდროს ჩაიქნიო ამ ცხოვრებაზე, ხელი არასდროს თქვა რომ არაფერი გამოგივა, დაივიწყე ეს უაზრო ფიქრი, არ მიყვე ამ ცხოვრების უაზრო დინებას, იყავი ისეთი როგორიც ხარ, ნუ მიბაძავ სხვებს, გქონდეს იმედი და გწამდეს სიყვარულის, ენდე და მიუღწეველი არაფერია!!!!!!!!!!"

"ხმელი ფოთლები რბილ მინდვრებს მაგონებენ,
კიდევაც მახარებენ და კიდევაც მაღონებენ,
ისინი მახსენებენ, რომ იყვნენ მინდვრები,
ოდესღაც ლამაზი ფერებით მდიდრები,
რომ რბილი მინდვრები უკვე გამხმარია
და სიჭაბუკეც ჩავლილია უკვე რა ხანია."

"რა უზარმაზარი ხარ თანაც რა პატარა სულში ჩასაძვრენი,
ტანჯვის მომგვრელი ხარ, მაგრამ საოცრად საყვარელი,
წმინდა, უცოდველი, ძნელი საცნობი ხარ, თანაც ახლობელი
და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე ხარ,
ჩემი საკუთარი და სხვა არაფერი..."

"არავის ახსოვს...
დადის სულ მარტო...
ფიროსმანივით მიტოვებული,
მერე შეივლის დუქანში, რატომ?
ერთ ჭიქა არაყს გადაჰკრავს მარტო,
ფრთხილად მოჰკიდებს ნახატებს ხელს,
ფარული სევდით დააწერს ზედ:
"ჩემს ძვირფასს მნათობს,
სიცოცხლით მათბობს..."

"თოვს...
სევდა მოაქვს ხოლმე თოვლს,
ღამე იმ ჩვენს სიყვარულზე
ლამაზ სიზმარს ქსოვს,
გახსოვს?...


 

ნანახია: 780 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

..........
ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
ჩავლილი დღის ამოსუნთქვა_
შენით რომ გავლიე...

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
"ვის რა ვარგე" _ არ ვკითხულობ,
_ხომ არ ვაწყენინე ?!

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
_ღმერთო, დღეს თუ დამიღამე_
მზესაც შემამთხვიე...

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
ვიცი, შენ რომ უკვე გძინავს...
ჩაგისუნთქე..და
გემთხვიე.

ნანახია: 711 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

,,,,,,,,,
ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში,
ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა?
ნუთუ მართლა დამივიწყე უკვე
და დაიწყო საუკუნო გლოვა.

ნუთუ აღარ დაბრუნდები აწი,
დამიტოვებ შენზე დარდს და ფიქრებს.
ნუთუ ვეღარ შევეხები აწი,
შენს ლამაზ და გაფითრებულ თითებს.

ნუთუ ასე გაგრძელდება მუდამ,
არ შეწყვიტავს ეს ზამთარი თოვას.
ის აქ არის, შენს გულშია მარად,
დაელოდე პაემანზე მოვა.

დაიდარებს და დადნება თოვლი,
ისევ დავკრეფთ ერთად წითელ ვარდებს.
მზის შუქი და სხივი კვლავ გაათბობს,
გულზე თეთრად ჩამობარდნილ დარდებს.

არ იდარდო, იცოდე რომ მალე,
ჩვენს ეზოშიც გაზაფხული მოვა.
ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში,
ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა.

ნანახია: 778 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

....
 მზეს აედევნა სითბო გულის და 
აიყოლია ტკბილი ფიქრები...
შენ სანამ გინდა ჩემო სიცოცხლევ,
შენი გულისთვის კარგად ვიქნები!
ცას ცისარტყელა გადაეხატა
და აუკრიფა შუბლზე ღრუბლები,
ეს მე მიყვარხარ ასე ძალიან
"მე მიყვარხარო" ნუ მეუბნები!
ცრემლმა იწვიმა თვალთა უპედან
შეკრა,აასხა დარდი მძივებად...
ჩამეხუტე და ჩემთან იყავი
მანამ...სანამ არ დამეძინება!
სარკმელთან გაწვა სინათლის სხივი
ჩაიკრა გულში ჩუმი ფიქრები...
ვიყავი შენი...
ახლაც ვარ შენი...
დასასრულამდე შენი ვიქნები!!!!!

ნანახია: 582 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

1 2 3 ... 94 95 »
Website builder - uCoz