ოცნება ვარსკვლავს ჰგავს, სიბნელეში ანათებს და გიჩვენებს გზას...
თუ სიბნელეში ვარსკვლავს გაჰყვები, მიგიყვანს ხიდზე, რომელიც წყალზეა გადებული...
თუ ამ ხიდზე გასვლას მოისურვებ, მაშინ ოცნება სურვილად ქცეული მზესავით გწვავს და...
...გაგიხსნის ცისა კარს...
... და განახებს სამყაროს ისეთს, როგორც ის არის სინამდვილეში.
არ ააგო ამაო ოცნებები, რადგანაც ის წყალზე ნაგებ კოშკებს ჰგავს, რომელზეც ხიდის გადება დავიწყებიათ
ამ სამყაროში ყველაფერი სადაა, მაგრამ კანონზომიერი, რაც ბუნებრივ სილამაზეს ქმნის.
გახსოვს...
დროში გაიყინა...
დადნება და გაქრება?...
უკანასკნელი უკანასკნელთა შორის... გაქცევა... გაქცევა მარადისობაში, გაქცევა მტერთაგან და თავისუფლებისაკენ... გაქცევა კლდისა პირსა... სიმაღლე, ცაში ასული სიმაღლე... სიმწვანე და... და ღრუბლებსა ზედა სიარული... უკანასკნელი უკანასკნელთა შორის... გაშალე ხელნი და... უკანასკნელი გაქცევა... ფრენა... თავისუფლებისაკენ ფრენა... ბედნიერების უკანასკნელი წამი და მარადისობა... უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე... და ისიც შლის ხელს და... თეთრი კაბა აფარფატდა კლდის ქიმზე... უკანასკნელი წამები სიცოცხლისა და დასაწყისი მარადისობისა და ბედნიერებისაკენ....
მე ვარსკვლავი ვარ, ცას მოვწყდი და მიწას მივაშურე. ყოველთვის მინდოდა
მიწაზე დავვარდნილიყავი, ნაზად გადამებიჯებინა ტკივილისთვის და მეფიქრა,
რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არც ერთი წამი არ დამეხარჯა უქმად.
შემეგრძნო, რომ ადამიანი ვიყავი, მესუნთქა ჰაერი და ყველასთვის,
ყველაფრისთვის სიყვარული ამეხსნა.
მეტირება და მაშინ წვიმს, მეტირება მაშინ როდესაც ვუყურებ ადამიანებს, თუ
როგორ უქმად ხარჯავენ დროს, ძირითად დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, რომ
ცხოვრება ხანმოკლეა, რომ მალე მოკვდებიან და უკან დარჩება ბევრი კარგი,
მაგრამ კარგი არც არაფერი ყოფილა, რომ კარგი ყველაფერი თავად უნდა
შეექმნათ, არ უნდა შეგუებოდნენ ბედს უნდა ეცხოვრათ განსხვავებულად და თუ ეს
მხოლოდ სიტყვებია და მეც მათსავით უმწეო ვიქნებოდი მაშინ დავჯდებოდი
მინდორში, მთელ დროს ვიფიქრებდი და ვიოცნებებდი, რადგან თუ ადამიანს ძალუძს
იოცნებოს იმის ძალასაც იპოვნის საკუთარ თავში, რომ ოცნებებისთვის
იბრძოლოს.
ყოველ წამს ღრმად ჩავისუნთქავდი და ვიტყოდი, რომ შეყვარებული ვარ. ადამიანს
თუ არავინ უყვარს ის მაინც მუდამ შეყვარებულია. მეყვარებოდა ჩემი ფიქრები,
ოცნებები, გრძნობები, მეყვარებოდა. გავიღიმებდი ხშირად და ცრემლებით
დავნამავდი დედამიწას. შევტირებდი დაკარგულ სიყვარულს, რომელიც ჩემს
ოცნებებში არსებობდა. ვიოცნებებდი, ვიოცნებებდი და ვიოცნებებდი. ხელს
მოვკიდებდი ადამიანებს, შევიყვანდი ჩემს სამყაროში და მალე ყველა ადამიანი
ჩემთან ერთად იცხოვრებდა. არასოდეს მივეცემოდი თვითგვემას, დავიფარავდი
არსებებს და არ გავთელავდი ყვავილებს, მაგრამ მე ვარსკვლავი ვარ, მარტოსული
და მეოცნებე, ხანდახან ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ და ამისთვის მადლობა
უფალს.
ერთ სიტყვას შემოვუთვლი ადამიანებს: არასოდეს მოიტოვოთ და არ გადადოთ
თქვენი ოცნებები გვერდზე, იყავით ის რაც ხართ და თუნდაც არარსებული
სიყვარული აგრძნობინეთ სხვებს,მუდამ გიყვარდეთ სანამ ისევ მიწად
გადაიქცეოდეთ საიდანაც გაჩნდით. მიყვარხართ და მჯერა, რომ ოდესმე შეძლებთ
შექმნათ არარსებული და დაინახოთ უჩინარი, გისურვებთ ხატთან დამდგრებს
გელოცოთ ოცნებებზე და უფალს თხოვოთ ძალა მისი შეგრძნებისა და
ასრულებისთვის, მაქამდე კი, მე შორიდან გაგინათებთ გზას, რადგან მე
ლაპარაკი არ მძალმიძს, ვიტირებ და ჩემი ცრემლებით დაგინამავთ სახეს. წერილი
ყველას და ყველაფერს ვარსკ-ვლავისგან.
მე ერთი მეოცნებე ვარსკვლავი ვარ ღმერთს ადამიანობას რომ ვთხოვ.
ვარსკვლავი,რომელიც არასოდეს ჩაქრება და ყოველთვის მზად იქნება თქვენი
ოცნებების მოსასმენად.
ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა. უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა. - იცოდით ნება ჩემი? - ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა. მეორე სდუმდა. - შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. - არ ვიცი, არ წამიკითხავს. - შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა. - გზითა მართლითა ვიდოდი საპყართა განვიკითხავდი მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა. მეორე სდუმდა. - შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. - არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ. - შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა. - დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა. მეორე ისევ სდუმდა. - შენ? - რა? - მოგიკლავს ადამიანი? - არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი. - გითქვამს ტყუილი? - ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი. - გიმრუშია? - არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ! - გიგმია ღმერთი? - არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ. - თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს? - ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას. ყველა დადუმდა. - რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე. - განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა. მეორე სდუმდა. - შენ? - ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო! - მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა. მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა. - მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს. - შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.
ფიქრები ადამიანის ნაწილია, თვით ადამიანიც… ფიქრები სულიერებაცაა, ასევე ხორციელების განსახიერებაც… ფიქრებს ვერ უბრძანებ… შორეულ წარსულში გადაგაგდებენ, რომც არ გინდოდეს, მომავალშიც გადაგაფრენენ… ფიქრები გაიძულებენ აწყენინო საუკეთესო მეგობარს, საყვარელ ადამიანს… ხანდახან ფიქრები მოგაკვლევინებენ ცოცხალ არსებას…
ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი…
თავისით მოდიან და თავისით მიდიან…
ფიქრიც ხელოვნებაა.. მაგალითისთვის: რემარკის-ღრმა, ნათელი მოაზროვნის, ანალიზის ოსტატის და მერძოლი ჰუმანისტის შესანიშნავი ნაწარმოების- "ტრიუმფალური თაღის” რავიკის ფიქრები მინდა გაგაცნოთ, რომელიც ნამდვილ ხელოვნებად წარმომესახა…
რავიკი პროფესიით, ქირურგი გახლავთ და მას სრულიად განსხვავებული ხედვები ააქვს..
მაშ ასე ნაწყვეტი:
"ახლა ვებერი (რავიკის მეგობარი, რომელიც სრულიად მარტივად უყურებს იმას, რომ რავიკს დანის ქვეშ ადამიანი შემოაკვდა,ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს მისთვის,რადგან მისი პროფესიისთვის ნორმალურია, თუმცა რავიკი სულ სხვაგვარად ფიქრობს…) ჩაჯდება მანქანაში და მშვიდად გასწევს ქალაქისკენ, თავის კოხტა სახლისკენ, სადაც ელოდებიან სუფთა, გაბრწყინებული ცოლი და ორი სუფთა, შვილიკო-სუფთა,ბრწყინვალე არსებობა! განა გაიგებს ის სუნთქვის შემხუთველ დაძაბულობას, როცა დანა სადაცაა შეეხება სხეულს, როცა პირველ მსუბუქ ჭრილობას მოჰყვება სისხლის ვიწრო ზოლი, როცა ნემსებსა და მოსაჭერებს შორის სხეული იხსნება, ვარდის მსგავსად იშლება ის, რასაც არასოდეს უხილავს მზის ნათელი, როცა კვალს მიჰყვები, როგორც მონადირეს ჯუნგლებში და უეცრად-დარღვეულ ქსოვილებში, სიმსივნეებში, კვანძებსა და გამსკდარ ადგილებში პირისპირ ეჩეხები ძალუმ მტაცებელს-სიკვდილს და ებმები ბრძოლაში, შეიარაღებული ნემსით, წვრილი დანითა და საოცრად მტკიცე ხელით… განა გაიგებს, რას განიცდი, როცა შენი სხეული უკიდურესობამდეა მომართული, თვალთ გიბნელდება და უეცრად ავადმყოფის სისხლში ჩნდება რაღაც გამოუცნობი, შავი, დიდებული ბოროტი დაცინვა-და დანა თითქოს ჩლუნგდება, ნემსი ტყდება, ხელი არ გემორჩილება…როცა უჩინარი, იდუმალი, მფუთავი სიცოცხლე მოულოდნელად მოწყდება უძლურ ხელებს და დაირღვევა, გაჰყვება მოჩვენებას, ბნელ გრიგალს, რომელსაც ვერ დაეწევი, ვერც გარეკავ… როცა სახე, სულ ახლახან რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა, წარმოადგენდა რაღაც "მეს”, ატარებდა სახელს, გადაიქცევა უსახელო, გაყინულ ნიღბად…რა გაშმაგებული, რარიგ უაზრო და შფოთიანი უძლურება ეუფლება შენს არსებობას…განა გაიგებს ყოველივე ამას… ან რას აუხსნი? " (რავიკმა ისევ მოსწია)
ადამიანის შემოქმედებითი გენიის ტრიუმფი, სახეებში ხორცშესხმული ოცნება, ფიქრი და სილამაზე. ხელოვნება ისევე მრავალფეროვანია, როგორიც თვით ცხოვრება, ის სინამდვილის ან იდეების ანარეკლია.
სამწუხაროდ, ფიქრებმა სასტიკი თამაში იციან შენთან. მეგობარმა რამე ცუდი ჩაიდინა, ფიქრები კი შენ აგაღებინებენ პასუხისმგებლობას, და მერე თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ… ფიქრიდან მოქმედებამდე სულაც ერთი ნაბიჯია-მოიქცე შესაბამისად ან სულაც "გაატარო” მოსწიო "სიგარეტი” და მიჰყვე ცხოვრებისეულ დინებას.. ფიქრებით ყოვლად შეუძლებელიც კი შესაძლებელია…
ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი… თავისით მოდიან და თავისით მიდიან…
ფერები...ლამაზი ფერები...მშურს შენი რადგან შეგიძლია ფუნჯის ერთი მოსმით ფერადი ოცნება შექმნა...მთელი შენი განცდები ტილოზე საღებავებით გააცოცხლო... მე? მე მხოლოდ ფურცელზე უშნოდ ჯღაპნა შემიძლია, რომელიც არც ფერადია და მითუმეტეს არც ლამაზი...
ოთახში იჯექი და რაღაცას გამალებით ხატავდი. ჩემი შემოსვლა არც კი გაგიგია... შორიდან მომეჩვენა, რომ გოგოს სახე იყო... ჩავთვალე სკოლის დავალებას ასრულებდი...დგომა და ლოდინი მომწყინდა...დაგიძახე.
-ბექა მოვედი.
შეკრთი...უცებ თითქოს ფიქრებიდან გამოფხიზლდი,თავი გააქნიე,ფურცელი დაჭმუჭნე და სადღაც მოისროლე...გამიკვირდა...
-უი მოხვედი? ბოდიში ნაან ვერ გავიგე როდის შემოხვედი.
-ხოო? ისე კაი ხანია გიცდი. შენ კი რაღაცას გამალებით ხატავდი და რატომღაც გადააგდე...
-ოო რავი არ მომეწონა. მერე უკეთესს დავხატავ.
-და ვისი პორტრეტი იყო?
-არავისი...სამხატვროში მთხოვეს დახატეო და...
-ხო კაი, კაი.
-რა ვქნათ? კინოს ვუყუროთ თუ რამე სხვა იდეა გააქ?
-ხო ვუყუროთ. მოდი კომედია ავირჩიოთ, მე ვიცი სასაცილო ფილმი.
-კაიიი.
ფილმი მართლაც სახალისო გამოდგა...ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვიმხიარულეთ მაგრამ...იმ დღეს რაღაც აკლდა შენს სიცილს!!! ის მნიშვნელოვანი რამ, რის გარეშეც ბექა ვერ წარმომიდგენია...ასეთი არასოდეს მენახე... იცინოდი მაგრამ თვალებით ტიროდი... მე მელაპარაკებოდი მარა სხვას ეძებდი... გული ჩამეწვა...
-ბექაა.
-ჰოუ
-რა გჭირს?
-რაზე მეკითხები?
-რაღაც ხასიათზე ვერ მეჩვენები.
-ჰაა? გადაირიე? რამდენი ხანია ასე არ მიცინია.
-ოოო... უკმაყოფილო ხაარ თვალებში გამჩნევ.
დუმილი...ჰმმ... არაა ჩემზე კარგად არავინ გიცნობს. ხო ვიცი როცა ყველაზე ბევრს იცინი და ერთობი მაშინ ხარ ყველაზე ცუდად...
-არ მოგეშვებიი... რა მოხდა მითხარი...
-ისეთი... ნუ რავი... კაი დაიკიდე რაა.
-ბექ თქვი... ერთი კვირაა სადღაც დაფრინავ და ვეღარ ვითმენ. თქვი ნუ დამტანჯე.
-(ამოიოხრე) ჰო კაი... შეყვარებული ყავს... ერთად არიან.. იცი? ამ აზრს კი ვიყავი შეგუებული მარაა... მაინც შორიდან ამისი ყურება ძნელია, მიჭირს და გული მტკივა...
-ჰაა? რაა? ვის ყავს შეყვარებული? ან რა აზრს იყავი შეგუებული?
-ნინიზე ვამბობ... თოკო და ნინი ერთად არიან...
ეს ისეთი სახით მითხარი მერჩივნა მიწა გამსკდომოდა... სახეზე აუტანელი ტკივილი გამოგსახოდა... ტირილი რომ შეგძლებოდა და ჩემი არ მოგრიდებოდა ცხარე ცრემლებით იტირებდი.
-ხო... შენც გაგიკვირდა და მე რაღა დამემართებოდა?
-ხმას ვერ ვღიებ, მაგრამ ხომ იცი ადრე თუ გვიან...
-ვიცი, ვიცი და აღარ გვინდა ამაზე საუბარი. მოდი გარეთ გავიდეთ და სკეიტით ვისრიალოთ.
-კაი... წამოდი.
ოთახიდან გახვედი, მე კი იმ ფურცელს მოვკარი თვალი წეღან რომ ხატავდი და მერე დაჭმუჭნე.სულმა წამძლია, ავიღე, გავშალე და ელდა მეცა... ნინი... ნინი იყო დახატული ფურცელზე... მისი სახე და ნაკვთები ნაზად, ზუსტად და ულამაზესად გადაგეტანა ფურცელზე...
იცი როგორი კარგი ხარ? სიტყვებით ვერ ავღწერ... იცი როგორ მიყვარხარ? ვერც ამას გადმოვცემ... იცი როგორ მტკივა გული შენ რომ იტანჯები? ენით ვერ გამოითქმის... ბექ... ცხოვრება გრძელდება მასთან თუ მის გარეშე, მაინც გრძელდება... შენი პატარა გული ცრემლნარევი, ტანჯული სიყვარულით ძგერს...მე შენი გული მიყვარს ყველაზე მეტად და არ მივცემ მას გაწამების საშუალებას... არ მივცემ ყორნებს უფლებას ნაფლეთებად აქციონ იგი... თუ დამჭირდა სიცოცხლესაც დავთმობ, ოღონდ შენი გული ამ სასჯელისაგან გავანთავისუფლო...
ბექ მიყვარხარ... მიყვარს შენი გული, მიყვარს შენი ფუნჯი, რომელიც გარწმუნებ ისევ ნათელი ფერებით დაიწყებს ხატვას ძალიან მალე და ამაში მე დაგეხმარები.
P.S მეგობარი არის ერთი სული ორ სხეულში... ჩემი სულის ნაწილი შენთანაა, შენი კი ჩემთან... მეგობრული სიყვარული კი ყველაფერს დაძლევს და ყველა დაბრკოლებას გადალახავს.
ხელები.. დიდი ან პატარა.. ცივი ან თბილი.. ”რბილი” ან უხეში.. დედის ან მეგობრის...ხელებით ვეფერებით.. ხელებით ვეხუტებით.. ხელებით ვათბობთ.. ხელებით ვწერთ.. ხელებით ვხატავთ.. ხელებით ვაქანდაკებთ სიტყვებს.. ხელებით ვაჩერებთ წამებს..
გრძნობამორეული ხელში ვიღებ კალამს.. ნაფიქრი თითებს ქაღალდზე გადმოაქვთ.. ისევ თითები და.. ხელები...ისევ იძერწება სიტყვა.. ისევ იწერება ფიქრი.. ისევ თითები.. ისევ ხელები...
ნეტავ რას გრძნობდა დიდოსტატი, როცა მარჯვენას აჭრიდნენ.. ტკივილს ?.. შიშს ?.. ვეღარ შექმნიდა ხელოვნების ნიმუშს.. ვეღარ ანაცვალებდა სიცოცხლეს მისივე ხელით შექმნილ ქმნილებას.. თავისუფალი სულის დაკარგვას უდრიდა ალბათ.. სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა მისთვის..
ისევ თითები.. ისევ ხელები...შენი თბილი ხელები ჩემი გაყინული თითები...
და თვალები... დიდი, წყლიანი თვალები.. კუპრივით შავი და თაფლის~ფერი.. ზღვასავით ლურჯი და ცის~ფერი.. ან გაზაფხულის ბალახივით მწვანე.. თვალები, რომლებიც უსიტყვოდ ამბობენ სათქმელს.. თვალები, მზესავით თბილი გამოხედვით.. ბავშვის თვალები.. სუფთა და უცოდველი.. დიდის თვალები.. ცბიერი და ეშმაკური.. შეყვარებული ადამიანის თვალები.. გრძნობას, რომ იტევენ.. და უსაზღვროდ მეტყველნი, რომ არიან... დედის თვალები.. ყველაზე თბილი და ყველაზე წმინდა..
მზეები თვალებში.. სიცოცხლე თვალებში.. გრძნობაარეკლილი თვალები.. დღე და ღამე თვალებში.. თვალი თვალში და თვალთვალში.. ცა თვალში.. შენ ჩემს თვალში... მარადისობა თვალებში.. შიშჩამდგარი თვალები.. ტკივილნარევი გამოხედვა.. და სიკვდილისფერი თვალები... თვალებში ჩახატული ცის~სარტყელა და ოცნებაშეპარული თვალები...
თბილი ხელები მომენატრა... და სიყვარულგამჯდარი თვალები... ♥
არ მინდა გაოცება რომ შენთვის დავწერო, არც თავგანწირვა მჭირდება შენი რომ მიყვარდე მოთმინებით, მხოლოდ სითბო მსურს საკვებად, მხოლოდ შენი გვერდით ყოფნის შეგრძნება... და მოდის ოცნება თავისთავად, მოდის რბილი ტალღები გრძნობის, შეხების, სურვილების.... ნუ გამაოცებ, მხოლოდ იფიქრე ჩემზე... მე მოვალ ყოველთვის როცა დამიძახებ უცვლელი მარადისობისგან განაწამები და თბილი ფერებით მოვხატავ შენს სულს, გვერდით ვიქნები როცა მარტოობა დააპირებს შენს ერთგულებას და მე გავაორგულებ, ვიყვირებ როცა შენ არ გექნება ყვირილის ძალა ცრემლის მგუდავი ბურთით ხმადახშულს... ოღონდ იფიქრე ჩემზე, მიგრძენი, რომ მე ძალა არ მომაკლდეს უშენობით... რა გითხრა მეტი... შენთვის ვცხოვრობ და მაინც შენით განაოცები გთხოვ – ძალა არ გამომაცალო...
გახსოვს,ის დღე როდესაც პირველად დაგვაწვიმა,დაგვაწვიმა ნაზად და საოცრად ცივად..რატომღაც მოგინდა გათბობა,მოგინდა და ჩაგიხუტე,მე გაგათბე შენ,მაშინ გავცივდი მე მაგრამ მაინც მიყვარდი,მიყვარდი როგორც ზღაპარი,რაგოგრც არასდროს არავინ მყვარებია,ჩემთვის იყავი თოვლიც,წვიმაც და ღმერთიც,არასდროს გიფიქრია რომ მიყვარდი?მიყვარდი დღითიდღე,ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდი..ჩემი სიტყვები არაფერი იყო,არაფერი შენთვის,,, არ გახსოვს ის წამი როცა იმ წვიმაში გითხრი,"არასდროს დამტოვო... შენ კი გამიღიმე და გამითბე სული...იმ წამს მომეცა ცრემლები,სიხარულის ცრემლები,მიყვარხარ!როგორც არასდროს მიყვარხარ!ყოველ წამს სულ უფრო და უფრო მიყვარხარ..არასდროს დამტოვო...შენც ჩამეხუტე,ჩამეხუტე და მითხარი ."არასდროს დაგტოვებ სულელო...მაშინ ისე გამიძნელდა წასვლა,არ მქონდა წასვლის ძალა.მინდოდა ეს წამი მუდმივი ყოფილიყო,მაგრამ.... რა ლამაზი იყავი როცა იღიმოდი,როცა ტიროდი,მაგრამ შენ თვითონ დაანგრიე ყველაფერი შენივე ხელებით...არასდროს გიფიქრია ჩემზე?ნუთუ არასდროს დაფიქრებულხარ როგორ მტკიოდა,როგორ მტკიოდა გული,ისე წახვედი რომ ერთ წამში შემძულდი!მძულხარ!მეზიზღები! ამ სიძულვილმა საოცარი ძალა მომცა,ძალა სამაგიეროსი...მძულს შენი ღიმილი,შენი სევდა,ვნატრობ რომ გაქრე,გაქრე და არასდროს შემომხედო ეგრე...arasdros Semomxedo radgan mtkiva gesmis? გულში მტკივა,ტირილი მინდება,არ მინდება თავის დამცირება...ტირილი მინდა თუმცა არავინაა ვინც მომისმენს...მარტო ვარ გესმის?სრულიად მარტო....როგორ მინდა რომ ბოდიში მომიხადო,თუმცა არ მიხდი...შენ როგორ მომიხდი ბოდიშს როცა საკუთარ თავს ვერ ვაპატიე რომ ესე მძულხარ... ოდესმე თუ გაქრი,გემუდარები მეც გამაქრე რადგან დავიღალე,დავიღალე ლოდინით,ზიზღით,დავიღალე ამ უაზრო სიყვარულით,სიყვარულით რომელიც არ არსებობს... იცი დღეს ისევ მოწვიმა,მოწვიმა და თითქოს შენ გამახსენდი..მაგრამ..შენს მაგივრად ეხლა უკვე წვიმა მკოცნიდა...