*********
ჩემი სიცოცხლე დროებითია

ამიტომ ნუღარ დამითარიღებთ.

ჩემი სიკვდილიც დროებითია

ამიტომ ცოტა რამე დამითმეთ.

ეგ სიყვარულიც დროებითია

იჩქარეთ გულის კარი გამიღეთ,

ამ ქვეყანაზე სიკვილ-სიცოცხლე

დროებითია რად ვერ გაიგეთ

ნანახია: 421 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.

მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას...

ნანახია: 503 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
___გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,

დღეს კი შენს გარეშე, სუნთქვაც გამიჭირდა,

მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,

ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა...

რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობა არეულმა,

სადღაც ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,

სისხლი მოიბანა ღამე მთვარეულმა,

შენ კი უცოდველი, მკვლელად მესახები!

ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,

კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,

მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი,

ტუჩის კუთხეებთან ბზარიც გამჩენია....

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ...

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

gomelauri

gomelauri

ნანახია: 318 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
აღარ დამრჩაგული, ღვიძლი,

მაგრამ მაინც, მაინცვიბრძვი...

აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,

მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..

აღარ დამრჩა ნერვი ღერი,

მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...

მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,

რადგან ერთი რაღაც დამრჩა...

ნანახია: 494 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

.........
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი. 
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.

ნანახია: 381 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

gomelauri........
vin dambada
ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

de.......
დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი..

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

>>>>>>>

ნანახია: 266 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 3 4 »
Website builder - uCoz