ვერ გავიგე რა მჭირს. რაღაცნაირად ვარ. სიცარიელეს ვგრძნობ, სრულ სიცარიელეს, თითქოს გარშემო არავინაა… < ცარიელ ჭას ვგავარ,ვინც რას ჩასძახებს იგივეს, რომ უბრუნებს.. ჭას რომელიც სიღრმეშია ჩამალული, ჩაკეტილი, მარტოსული… ნეტავ რატომ დავიწყე წერა ? ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ამის გაკეთებაღა შემიძლია. დავკარგე ყველა, მეგობარი ახლობელი თუ სიყვარული! დავკარგე ნდობა, სიყვარული,მონატრება, სიმდაბლე, ცრემლებიც კი დავკარგე. . კიდევ ის გრძნობა დავკარგე, აი ესემესი რომ მოგივა მეგობრისგან და რომ უნდა გაგეღიმოს, მე ღიმილის ნაცვლად ვკითხულობ და ტირილს ვიწყებ. ეს ყველაფერი არა ჩემი არამედ იმ "დაქალების” ბრალია რომლებსაც მთელი სულით და გულით ვენდობოდი. ალბათ შევცდი ძლიერ, ჩემ თავს არ ვაპატიებ არასდროს იმ ცრემლებს რომელიც გუშინ აღარ ჩერდებოდნენ და მთელი ღამე გამათენებინეს. აღარავის ესმის ჩემი. არავის არ ვუყვარვარ, ისე როგორც მე მინდა, მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ ცოტათი მაინც ვუყვარვარ ეგეც ნიშნავს ჩემთვის რაღაცას. სხვისი სიყვარული ჩემთვვის მილიონის ფასია. ვინმეს რომ ვუყვარდე საკუთარ თავსაც გავწირავ. "ვინმეს რომ უყვარხარ კარგია” . მონატრება მენატრება. მახსოვს სულ მენატრებოდა მახსოვს სულ მიყვარდა, სულ ყველას ვენდობოდი, სულ თავს ვიმდაბლებდი, სულ ვტიროდი. მაგრამ, ეხლა ყველაფერი შემობრუნდა თითქოს. მონატრება მეზიზღება, არავინ აღარ მიყვარს, აღარავის ვენდობი, აღარ ვიმდაბლებ თავს და აღარც ვტირი, რადგან როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდი ყველა დამცინოდა. რა ადვილად შემიძლია დავკარგო ადამიანი რომელიც მთელი გულით მიყვარს , რომლისთვისაც შემიძლია თავი მოვიკლა, შემიძლია 20 წლის სიცოცხლე დავთმო რომ მათ 20 წელი სულ ბედნიერად იცხოვრონ. თურმე ყველა მიყენებდა , თურმე მემათთვიც მხოლოდ გოგო ვიყავი რიმელის სახლში დატოვება უტყდებიდათ რომ არ გაბრაზებულიყო მხოლოდ მაგიტომ. იმიტომ მიდიოდნენ მასთან რომ კომპიუტერთან დამჯდარიყვნენ, იიტომ დადიოდნენ მასთან ერთად რომ ფული ქონდა, იმიტომ უყვარდათ რომ ციფრული ქონდა , მე კიდევ… მე კიდევ მეგონა.. თუმცა რა აზრი აქვს რა მეგონა.. ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაში აზრი დაკარგა. ყველას სასაცილო ვარ რადგანაც მსუქანი დაბალი და შეუხედავი ვარ. არავის ჭირდებვა ჩემი სიყვარული , მაინც არაფერში არგიათ . მატყუებენ! ტყუილის თქმას მირჩევნია გულში დანა დამცენ და უფრო ბედნიერად ვიქნები ვიდრე ტყულის თქმის დროს ვარ.
შემიყვარდა.. გადის დრო და უფრო და უფრო მიყვარდება… მას კი ალბათ როგორც მეგობარი ისე ვუყვარვარ. მე კი გრძნობა მაქვს მის მიმართ . სულ მენატრება. სულ მინდა ვხედავდე და ველაპარაკებოდე.. გუშინ მთელი ღამე ვერ დავიძინე, ბედნიერებისგან! არადა არაფერი მომხდარა საერთოდ.უბრალოდ წარმოუდგენელ ბედნიერებას ვგრძნობდი. ორი დღეა ერთ ვიღაცაზე ვფიქრობ. არა სხვანაირადა არა, არც მეგობრულად. უაზროდ ვიცი ადამიანებზე შეჩვევა და მათი შეყვარება.ყოველთვის გულნატკენი ვრჩები ხოლმე. თუ მე არ მივწერე არ მწერს. არ ვახსენდები . და გადავწყვიტე………. გადავწყვიტე……… რომ თავს დავანებებ , ჩავიკლავ გულში იმას რაც მაქვს. დავივიწყებ ყველას და ყველაფერს. შევცვლი ცხოვრებას.