ზღვის სურნელია... ქარი არწევს რძისფერ ამინდებს, ცა - მწეველ მზეს უფენს შენს ტალღისფერ გამოსხივებას, ნიჟარის გუგუნს ნაპირიდან ღელვა წაიღებს - სადაც მზე კოცნის ჰორიზონტს და (ეს) გარინდება...
გაითავისე... როცა ზეცამ მეწამულ ფერად - ბროწეულები შეარხია მონეს (ხელწერით) ქარი ზვირთებში აქაფებულ სურნელს დალეწს და - აქ ბახმა ღმერთებს დაუწერა „ლურჯი შედევრი" თენდები... როცა ალუბლების სუნთქვა გაღვიძებს და წყნარ მუსიკას - ფუჟერიდან უთავსებ ღვინოს, თენდები... როცა ცა ღელავს და ხასხასა ზვირთებს... შენს აივანზე შემოხეთქილ! ივლისის ბოლოს - ცეკვავდი ჩემთვის... და ცეკვავდი! - ზღვისთვის ცეკვავდი, ქვიშაზე ორთქლი იღვრებოდა - მთათა ნისლებად, ნიჟარის გუგუნს ზღვის სურნელი დააწვა - ვარდის, ცეკვავდი სუნთქვით და ცეკვავდი ასე - თ ა მ ა მ ა დ...