სურნელება მომეფინა კოკრის,
მე კი შენი მოფერება მინდა,
ჩემი ფიქრთა სიო შენსკენ მოქრის,
კლდის ნაჟური წყაროსავით წმინდა,
აპრილია დაკეკლუცობს ნუში,
გაზაფხული ყინულებსა გვიდა,
სიომ რაღაც ჩამჩურჩულა ყურში
მაკოცა და შენსკენ გამოფრინდა.
თბილი ცრემლი დაეპკურა იას,
ფიქრის ზღვაში სიყვარულით ვთვრები,
ველოდები გაზაფხულის ნიავს,
შენი სუნთქვით გამიწეწოს თმები.
და კვლავ შენსკენ გამოკრთება ქარი,
გამოვატან სიყვარულს და ლოცვას,
დავარიგებ სიყვარულით მთვრალი,
ჩემს მაგივრად დაგიპირებს კოცნას.
გაზაფხულდა , აყვავილდა ნუში,
ამეშალა ვნებიანი დარდი,
ერთხელ მაინც ჩამეხუტე გულში,
მერე ისევ შენს ფიქრებთან წადი

ნანახია: 604 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz