მინდა შევიგრძნო,
როგორ ტირის წვიმის წვეთებად
თეთრი ღრუბლებით დასერილი
ზეცის გულმკერდი.
მინდა რომ ვნახო,
თეთრი სიოს შემოფეთება,
ალუბლისფერი ყვავილების მოტკბო სურნელი.
მინდა გავიგო გაშიშვლებულ ხეების სევდა,
როცა ხედავ რომ წითელ-ყვითელ
კაბის არშია
დათრთვილულ ბალახს
სველ მიწაზე როგორ აცვია.
მინდა მესმოდეს ჭორაობა ქარბუქის ქართან,
და ან ის სითბო ფიფქის კოცნას
თან როცა ახლავს,
თუნდ განცდა ჩუმი,
და ჩუმი გრძნობა,
დასუსხულ ქარში,
ჰაერით თრობა.
და რეალურად
თუ ფრთებს ვერ გავშლი,
ადრე თუ გვიან ხომ ყველა კვდება,
მინდა ოცნება დაღლილი ბავშვის
შემოვინახო ლექსის სტროფებად.

ნანახია: 464 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz