ღილები შეიკარი, ხომ ხედავ აცივდა, სულების ქარიშხალს ფრთები აქვს გაშლილი, ხეებმაც დაკეცეს ფრენ-ბურთის ბადე და ბურთი კი გუბეში აგდია გასვრილი. ღილები შეიკარი ,ხომ ხედავ აცივდა, ღრუბლები აჩეხეს, საბრალო აკივლდა, თითებით შეგიკრავ თვალების საკინძეს, გულის ბუხარში ცეცხლსაც კი დაგინთებ. მერე დავჯდეთ და გავითბოთ სულები, ერთმანეთს თითებით ავუხსნათ გრძნობები, გულის საკინძეს თვალებით შეგიხსნი, ჩვენთან კი დათბა და ცეკვავენ სხივები.