სხვას აკოცე მაგ ტუჩებით, მაგ ხელებით ჩაეხუტე, მაგ თვალებით აუხსებნი, სიყვარულის რეცეპტები. მიიყვანე ნაცნობ ხესთან და მიართვი ყვავილები, გაიღიმე,ჩაეხუტე, მოეფერე სიოსავით. მე კი სადღაც მოშორებით, მოწყენილი გიყურებდი, ხის ფოთლებით შევიმშრალე, ამ თვალების წვიმის წვეთი. დამივიწყე,ჩამაბარე, წარსულ დღეებს გამაყოლე, მე კი იცი?ვერ დაგხიე, სიყვარულის ბარათივით!