გადავეშვები ფიქრის მორევში, რომ შენი სუნთქვა მექცეს მალამოდ... ვერ გიტევ გულში და გულის იქით აბა მითხარი სადღა დაგმალო? თვალებში შენი მიდგას ღიმილი, ტუჩზე ნაკოცნი ისევ ცხელია... მე შენ მიყვარხარ, ხმამაღლა ვიტყვი რადგანაც ჩუმად რომ ვთქვა მრცხვენია... ქუჩის ბოლოში ლოდინი ყმუის, ბილიკს ვნებისგან ასდის ალმური... მე მხოლოდ შენთან ვნაზდები, იცი? ვხდები ქალი და ქალზე ქალური... გადავეშვები ფიქრის მორევში, რომ შენს სუნთქვასთან დავდგა კარავი, შენზე ძვირფასი და საყვარელი არ მყავს ამ ქვეყნად ჩემო,არავინ!!!!