|
|
ახლა თოვლის ფიფქი ცას შეეხიზნება,
მე კი შენს ოცნებებს მოვეფანტელები,
ჩემი თრობა ხარ და ჩემი მოფხიზლება,
შემობინდება ხარ ჩემი გათენების.
ვიცი ქალი ხარ და რაღაც გიხარია,
მე რომ პოეტობას შენით დავიჩემებ,
მე არც პოეტი ვარ და არც უფლისწული,
მაგრამ გულისცემას ხომ ვერ გავიჩერებ?
შენით გათანგული ვერსად დავატიე,
ახლა გაქცეული მგზავრი ვარ უბრალო,
გრძნობა მაპატიე, დარდი მაპატიე,
სიყვარულზე ფიქრი შემინდე უფალო....
|
ნანახია: 568 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|