|
|
გულზე დაგადნები თოვლივით, თვალზე მოგეხვევი რულად, ყურში ჩაგჩურჩულებ - ,,მიყვარხარ"! განა მოგექცევი მტრულად? გზაზე მიმოგიფენ ყვავილებს, ცაზე მოვაგროვებ ღრუბელს, ჭექა ქუხილივით მქუხარე წვიმით ამოგივსებ უბეს. სულში ჩაგეღვრები ოცნებად, გულში გაგიღვივებ იას, ოღონდ ნუ ჩარაზავ დარაბებს, კარიც დამიტოვე ღია...
|
ნანახია: 512 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|