ისევ გაზაფხული მოვა, სული გაგრძნობინებს სითბოს, გრძნობით აივსები და თავს ვეღარ მოერევი თითქოს, ქარი აგიჩეჩავს თმას და ბაგეს დაგადნება ნუში, დღეს ხომ ერთადავართ კარგო, ნეტავ რა გვტკიოდა გუშინ? ჯერ აღტაცებას ვერ დაგიმალავ, მერე შეგხედავ ბავშვური მზერით, დღეიდან მუდამ დაგიწერ ლექსებს, არ დავიღლები მე შენზე წერით, დუმილით მიმზერ , ეჭვს ვერ მიმალავ, არ შემიშინდე მე ჩემს ჯვარს ავწევ, შენია რაც მე დამიწერია, შენ გიძღვნი რასაც ოდესმე დავწერ, არ ვიცი ვისთვის ვწერდი სტრიქონებს, არამჩვევია ლექსის შენახვა, მუზა არ მყავდა მაგრამ დღეს ვიცი, რომ ჩემი მუზა მხოლოდ შენახარ, შენა ხარ ჩემი ლურჯი ოცნება, გარეთ წვიმა და ურჩი ქარია, თუ დაგაფიქრე გთხოვ მაპატიე ჩემი სულის და გულის ბრალია, ვერ აგარიდებ ცრემლიან თვალებს, შენი თვალისგან მზის სხივს მოველი, შემოტრიალდი და შემომხედე თავისუფალი შენთან მოვედი!!!!!!!!!!!!!