არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს, 
ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს.
წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს,
ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს.
ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას,
ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს.
წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას.
გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს...
ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით,
ყინულის გულიც, რომ მქონოდა `Fიfქად დაგათოვდით.
უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით.
თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის...
მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული
და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული...

ნანახია: 523 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz