ბოლო სიგიჟე ჩამადენინე,
დამათვლევინე თითზე წამები,
მერე ოცნება გამაფენინე,
გამაშლევინე ტკბილი ჰანგები.

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე,
თუ არ ჩავიდენ მომკლავს მშვიდობა
და მერე აღარ გამიჭირდება
შენგან წასვლა და დამშვიდობება...

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე,
ჩამადენინე არ გეტყვი აუგს,
მერე სათქმელი გამაშლევინე
და მათქმევინე ის, რაც დღეს მე მსურს.

ბოლო სიგიჟეს ჩაგადენინებ,
განშორებისას რომ მოვბრუნდები,
დაგიბრუნებენ ჩემი ხელები
შემოგეხვევი როგორც ხუნდები;

ბოლო სიგიჟეს ჩავიდენთ ერთად,
აღვსილი ვნებით კვლავ დავიცლებით,
მერე წახვალ და დამტოვებ კენტად,
დავრჩები მარტო, გარდავიცვლები...

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, შენ ამად ღირხარ, მე არ ვინანებ,
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, დამაცლევინე ვნების მდინარე
და ეს ხელები და ეს ტუჩები შენი ალერსით დამათრობინე,
დამალევინე ტკბილი შარბათი შენი ტუჩები დამაკოცნინე!

...........................................

ბოლო სიგიჟე ჩამადენინე ამას არც ვნანობ და არც ვინანებ...

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz