მე შენი დუმილიც მეყოფა ტკივილად
და გულში ყვავილებს რომ გამოვაზამთრებ,
გაზაფხულს მოგიტან, ფერადი ფუნჯებით
აპრილით შევღებავ პირქუშ შუშაბანდებს.

მე შენი სისველეც მეყოფა ცრემლებად,
მდინარეც... გზაში სატრფო რომ დაკარგა,
თვალების უცხო და სასტიკი შეხება,
ქუჩაც... პოეტი რომ უჩუმრად დამარხა.

მე შენი სირუხეც მეყოფა სიკვდილად ,
როგორც ჩემს საფლავზე თეთრი მიხაკები,
თავი გაიგიჟა დილამ ფერმიხდილმა
და ამ სითეთრეში მასთან ვიკარგები.

მე ერთი სხივიც კი მეყოფა გათბობად,
მთვარეც... ჩემს სარკმელზე ლექსი რომ დატოვა,
ღამე... მისტიური განცდით რომ მათოვდა
წვიმაც... ეს ქაღალდი შენთვის რომ დატბორა.

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz