შენ არ იცი რომ ზამთარშიც ყვავის ია
*


ისიც გიკვირს აგვისტოში თოვლს რა უნდა?

შენ ოღონდ თქვი, შენ ოღონდაც მოისურვე
და ზაფხულში შენთან თეთრ ფიქრებად მოვალ.
*


ავყვავდები თებერვალში ალუბლებად,
*

*
გაზაფხულზე ყურძნის წვენსაც დაგიწურავ,
*


*
გულს დავიდებ ხელის გულზე და მოგართმევ,




სულს ავანთებ და გზას ისე დაგილოცავ...
*


მზე გაწუხებს? წვიმად მოვალ,
*


შეგცივდება? ცეცხლად მოვალ,
*


შენ ოღონდ თქვი, შენ ოღონდაც მოისურვე
და მე შენთვის ყვავილების თოვად მოვალ...

ნანახია: 506 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz