თეთრად ჩაკეცილა ახლა შუაღამე, ფიქრებს ჭლექიანი ხველებით ვეხები, მინდა მოგეფერო, თოვლის სითამამე - შენთვის მოვიტანო დაღლილი ხელებით. სადღაც მიტოვებულ წითელ მოსასხამზე - სისხლით ამოქარგულ სევდად დაგეძებდი თითქოს შევაჩერე ღამის სილამაზე, ასე უცნაურად დღე რომ ვაშენებდი. გაშლილ ნაფაზებად ვრგოლავ მოგონებას, ისევ სიჩუმიდან ვცდილობ გაგიღიმო... კადრებს დავალაგებ ახლა დაღონებად, რამე სისულელე რომ არ ჩავიდინო.