რამდენი გეძებე,რომ იცოდე რამდენი... 
შხარაზეც ავედი მზერით და გადმოგხედე...
არ მინდა უბრალოდ სიზმარში მოდიოდე ,

ანდა დაფეთებულს მძინარეს მაბოდებდე...

რამდენი ვიქექე ფიქრში და ოცნებებში
რამდენი უძილო ქუჩები ვაწიოკე...
და უკვე დაწერილს არ მინდა ვკითხულობდე
ცხოვრება დამცინოდეს!

ვტკეპნე და ვასწორე ადგილი მონიშნული
სანიშნედ ჩაგატოვე თვალებში ალერსი და...
ერთი ნაპერწკალი სულში ჩამივარდა
შენი სალესიდან!

ქარიც ამოვარდა ხანძრად შემომანთო
ეხლა ცეცხლი მწვავს და რაღა დამაძინებს?
ხელი არ გამიშვა სადღაც დავეცემი
სახლში გამაცილე!

რამდენი გეძებე,რომ იცოდე რამდენი....

ნანახია: 561 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz