|
|
მოვიპარე გარითმული სხვისი ლექსი, სხვისი სევდა სხვისი დარდი შევიფარე, ვიმეგობრე ქარიშხალში შენს ქუჩებთან, შენს ატმებთან აჩრდილივით შევიპარე.
უცხოდ მოსჩანს ლურჯი ტბიდან მონასტერი და ფეხშველა მის ნაცნობ ზარს უალერსე, რად ჩამასვე გულში ხანჯლად სინანული და ანდერძიც უხერხულად დამიტოვე.
შენზე წერდნენ ეს ძირძველი სტრიქონები, რომ ფურცელზე ყვითელ გზასაც არ ტოვებდნენ. ნუთუ მართლა შევიშალე ერთ ღამეში, დახეული გზები ძაფით ამოვკერე.
გადავირგე სულში ლექსის სტიქონები, მწოლიარე კალამს სევდა განუსაზღვრე, ნუთუ მართლა შევიშალე ერთ ღამეში, გარითმული შენზე ლექსი მოვიპარე.
|
ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|