დღეები გალეშილ მრბოლელებს მოჰგვანან, მიჰქრიან და უკან წარსულ დროს ტოვებენ. მიჰქრიან, არაფრად აგდებენ მომავალს.. გზადაგზა გვაყრიან წარსულ მოგონებებს…
მე და შენ გაუვლელ ბილიკზე ვეშვებით, საყრდენად ვიყენებთ იმედებს ერთურთის, წყენები გვკაწრავენ პატარა ეშვებით და ჩვენი თვალები გაბუტვას ემდურის…
მე და შენ საკუთარ სამყაროს ვაშენებთ და საზღვრებს ვამაგრებთ ფერადი ოცნებით და თუ დავიკარგეთ, მინდა, რომ მჯეროდეს _ შენ გაგახსენდები ფერებით, კოცნებით… და, თუკი დღეები გაგვყრიან გზადაგზა, გთხოვ, ნუ დამივიწყებ.. გთხოვ, მუდამ გახსოვდეს, როდესაც გაჰყვები ცხოვრების შარაგზას, არვინ მყვარებია შენსავით ამდრომდე…