|
|
მინდა მოვიდე და თითები შევაცურო შენს თმებში, რომლებით გაწუწული ტირიფის ტოტებივით ძირს დაშვებულან . . . მინდა მოვიდე და სიგარეტის კვამლით ავსებულ ოთახს სული შევუბერო, კვამლი გავფანტო და გავაღო შენი დანისლული თვალები. მინდა მოვიდე და დამტვერილი თაროდან ჩამოვიღო ჩემზე მოგონება, მონატრება გამოვაღვიძო ჩაძინებული სიზმრიდან და გამოწვდილ მკლავებს შევაგებო ჩემი სხეული. მინდა მოვიდე და უძილობით ამღვრეულ თვალებს სიმშვიდე ვაჩუქო მაგრამ ტელეფონი დუმს და . . . მონატრება მონატრებად რჩება
|
ნანახია: 524 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|