მე ხომ შენთან სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი...
შენ რომ არ ყოფილიყავ, მე გამოგიგონებდი.
უნაპირო გზის შემდეგ, ისევ შენთან მოვალ დღეს,
იცი დავიღალე... და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ.
წვიმა ცრემლად შემარგე,
ცრემლიც უკვე გამიშრა.
როცა მოვალ შენამდე,
უკან აღარ გამიშვა.
თორემ უშენოდ ყოფნის ძალა გამომელია,
იქ ვეღარ გავჩერდები, სადაც არ მომელიან.
იცი როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი?
აღარა ვარ იცოდე, უშენობის ამტანი.
მე ხომ შენთვის გავრითმე,
სულში ყველა სტრიქონი,
სიზმრებში თუ დაგკარგე,
ცხადში მალე გიპოვი.
თუ შენ ისევ სიზმრიდან და სიზმრებში მომელი,
გაახილე თვალები!!! აი, უკვე მოვედი!

ნანახია: 503 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz