|
|
ძალიან უბრალოდ!
ვეღარ დავიბრუნე უკან ვერაფერი,
გამიქრა უკვალოდ.
ჩვენი სიყვარულის ლამაზი დღეები
შემორჩნენ ლანდებად.
გუაშით გაჟღენთილ ფერწერულ ტილოზე
ჩვენ დავრჩით ბავშვებად.
მე ისევ ისა ვარ, რაც გუშინ, გუშინწინ,
რაც ადრე ვიყავი.
ვეღარ მოვასწარი თითქმის ვერაფერი,
ბევრიც ვერ გითხარი,
მაგრამ რა აზრი აქვს ვიწრო ბილიკებზე
ისევ რომ ითოვოს.
მე ხომ რა ხანია აღარ მაქვს სურვილი
წარსულით ვიცხოვრო.
|
ნანახია: 471 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|