ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული,
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
ღალატი ძნელია ,მაგრამ არაუშავს...
მაინც მიყვარხარ და მიპატიებია .

მე შენ გელოდები, წვიმამ დამასველა.
ისე ჩაიარე, არ მოგიხედია,
მლაშე ცრემლმა ლოყებს ნამად დააწვიმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
გულში ფიქრი შფოთავს და მე ვეღარ ვხედავ
ირგვლივ თურმე ლურჯი იებია,
ჩემთვის გაიმეტე მხოლოდ მძიმე სევდა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
უშენოდ გულმა ვეღარ მოისვენა,
ჩრდილად რომ დაყვება ჩემი ფიქრებია,
სხვისთვის გაიღიმა შენმა თვალთა ეშხმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
ჩემთან არ მოდიხარ, უკვე დამივიწყე,
მძივად რომ ავკინძე, ჩემი ცრემლებია,
ვიცი, ძველებურად აღარ გამიღიმებ,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.

ნანახია: 696 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz