|
|
ის წერილებს და სურათებს წვავდა, მდინარე ვერეს აღრჩობდა ნისლი. სიმარტოვის და ცრემლების გარდა, არავინ იყო გამგები მისი.
წვავდა ყალბ სიტყვებს,ღიმილს და სიცილს, რომელსაც ერთ დროს ის გულით ენდო, ეყარა ფერფლი გატეხილ ფიცის და მისი სულიც ცეცხლივით ენთო.
ელანდებოდა ის ვარდისფერიც დღეები სავსე იმედით,რწმენით... ალბობდა ცრემლით და წვავდა მერე საყვარელ სურათს და ძვირფას წერილს.
აქრობდა ცრემლი ანთებულ ასანთს, აქრობდა ცრემლი და მაინც წვავდა, მას,რაც უღირდა სიცოცხლის ფასად, რაც გაგიჟებით სჯეროდა,სწამდა...
გულამღვრეული ოხრავდა ვერე, გულგატეხილი ტიროდა ქალი, ჭაღარა ფოთლებს და ყვითელ ფერებს მიაცილებდა ნოემბრის ქარი...
|
ნანახია: 449 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|