ქალის თმები და ქალის თვალები,ქალის ალერსი,ქალის სინაზე
თუ ვერ იგრძენი ,რაღას არსებობ,რას დააბიჯებ ცოდვილ მიწაზე.
ქალის მკერდი თუ ქალის თითები,ნაბიჯები და კაბის შრიალი,
ქალს შეუძლია გაგახაროს ან თავს დაკატეხოს გულის ფრიალი.
დაგიმონოს და დაგიმორჩილოს,ფრჩხილიდან თმამდე სულით ხორცამდე.
ერთ დროს ძლიერი,პირველი კაცი,გაგაპარტახოს,დაგცეს მონამდე.
წყალი გწყუროდეს,არ დაგარწყულოს,რომ იხრჩობოდე,არ მოგცეს ხელი,
ცეცხლი გეკიდოს,არ მოგეხმაროს,შენ კი მის მოსვლას ყოველთვის ელი,
გინდა უყვირო?მოგიალერსებს,შემოგანათებს ავაზის თვალებს,
მოეფერები?გაიტრუნება;გაუბრაზდები?რაღაცას გავნებს.
რამე ისურვა?მწრაფლ გაუჩინე,თორემ გაგიჩენს გულში იარებს,
სხვას მოინდომებს და მერე იმ სხვას საწოლს და სხეულს გაუზიარებს
ქალის ქალობა შენ გაბარია,უპატრონე და ხარკი უხადე
ინანებ,მწარედ ინანებ ბოლოს,გული ბილიკად თუ გაუხადე
ქალი ეშმაკის მოგონილია,ლამაზი ქალი სანდო არ არი?
მე კი ასე მწამს,სულ სხვანაირად,რომ ქალი არის ღმერტების ქნარი
ანგელოზივით სრულქმნილი არის,
წყაროს წყალივით კამკამა ქალი,
კაცი თუ გქვია და თუ კაცი ხარ,
ქალს მოუხადე კაცური ვალი.
ეს ყველაფერი თუ კი არ არი
რაღა ფასია ლამაზი ქალი.

ნანახია: 691 | კომენტარები: 1 | ავტორი: სტუმარი

კომენტარი ანრი-ს
0  
1 ანრი   (2012-10-30 12:52 PM) [Entry]
avtori mainc migewera :)))





კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz