ისევ წარსულს მოგაჩეჩებ ხელში,
ისეც დღეებს გადაგიწერ ლექსად,
თვალაკრული გამოგარჩევ სხვებში,
ქურდი ვარ და კვლავ მოგპარავ სევდას.

დამაბრალე შენი ყველა ცოდვა,
შენ მაგივრად გადავიხდი ვალებს,
დაუძახე ჩემ ყველა ლექსს ბოდვა,
ბოდვა უყვართ შეყვარებულ ქალებს.

მიღალატე სულითა და ხორცით,
შენ ხომ მაინც ჩემი მუზა გქვია,
მიღალატე? გაგითენებ ლოცვით,
სხვა დაგიწყებს ცხვირწინ კაბის ფრიალს.

ხომ,გიჟი ვარ სიყვარულმა იცის,
მოდი ერთიც შემოგხვიო ხელი,
მიყვარხარ და გავამზეოთ ბინდი,
მოდი,წელზე მომაკარი წელი.

დამაბრალე შენი ყველა ცოდვა,
შენ მაგივრად გადავიხდი ვალებს,
დაუძახე ჩემ ყველა ლექსს ბოდვა,
ბოდვა უყვართ შეყვარებულ ქალებს.

ნანახია: 514 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz