ისე წახვედი, ვერ მოვასწარ, მეთქვა: მიყვარხარ,
კოცნას ვინ ჩივის...
ვიცოდე მაინც, იდუმალ გზებს საით მიყავხარ,
მტანჯავს მიჩვევა...

სულ არ წამართვან თავი შენი გზებმა ახალმა -
ფიქრი მამუნჯებს...
სადღა ვიპოვო, რაღა კლდეებს უნდა ვეხალო,
მსგავსი საუნჯე?..

სულ ნამცენც-ნამცენც, სულ პეშვ და პეშვ გაგროვე დღემდე
დილის ცვარებად...
ნუთუ მექცევა შენი გულის კართა გაღება
გარდაცვალებად?..

ო გარდაცვლილსაც არ მსურს მზერა გამონატარი
საიქიოდან...
გხედავდეს სხვასთან შენ, რომელსაც ასე ნანატრი
ჩემი გქვიოდა...

ნანახია: 508 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz