დახუჭე თვალები,
ფიქრები, მთვრალები,
დატოვე დარდები,
დახურე ფარდები.
წამები ჩერდება
და აღარ თენდება,
შემახე თითები,
მითხარი მითები,
კაბისა ვარდნები,
დახსნილი თასმები,
სხეულის შეხება,
სუნთქვა და შეხედვა,
ნაკბენი ტუჩზე
და კოცნა ყურზე,
დაჭიმვა ტანის,
დაკაწრვა კანის,
არაფერ სხვაზე
და მარტო მასზე,
მეკვრი და გეკვრი,
ერთმანეთს ვებრძვით,
და ყველა ძაფი
დაწყდება წამში,
სხეულის ვარდნა,
ნირვანას განცდა;
არავინ დარჩა,
სამყარო გაქრა.
დუნდება კადრი.
ნელდება წამი.
სულ ცეცხლის კვალი...
დახუჭე თვალი.
თმები, ხმა, ტუჩი...
არ მოვა შუქი.

ნანახია: 516 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz