|
|
ვიცი, აღარ გენატრება ჩემი ნახვა... ვიცი, უკვე დამივიწყე, ასე მალე... ვიცი, აღარ გამომხედავ, ისე წახვალ... ვიცი, უკვე მერამდენედ დამემალე...
ვიცი, ვითომ დაივიწყე ჩემი კოცნა... ვიცი, როგორ დაგათენდა ჩუმად ღამე... ვიცი, მაინც გამიხსენებ, მაშინ როცა... ვიცი, როცა ჩემს წარსულთან დააღამებ...
ვიცი, ჩემი მოფერება აღარ გათბობს... ვიცი, თუნდაც ერთი წამით, მაინც მელი... ვიცი, შენი მოფერება ახლაც მახსოვს... ვიცი, ისევ დამიგროვდა მე სათქმელი...
ვიცი, განა არ ვიცოდი, ახლაც ვიცი... ვიცი, როგორ ეგებება დილას მთვარე.... ვიცი, ჰოდა ვის ჭირდება ფიცი, მტკიცი ვიცი, ჰოდა... ისევ ისე გითვალთვალებ...
იცი? უკვე მერამდენედ დამემალე? იცი? აღარ გამომხედავ, ისე წახვალ... იცი? უკვე დამივიწყე, ასე მალე... ვიცი, აღარ გენატრება ჩემი ნახვა....
|
ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|