ეს გაზაფხულიც ახალი ძალით
მაკრთობს ვით ხეზე ნიავი ფოთლებს,
მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ
არ ვდარდობ,თუნდაც ხვალევე მოვკვდე!
მიწას ედება მიწას ნაავდრალს,
ჩემი გრძნობების მცხუნვარე ალი...
მომაშთობს ალბათ ტრფობის სიცხოვლე,
წამიღებს ალბათ ყვავილთა ჯარი...
მიყვარხარ! გესმის?! გესმის, მიყვარხარ!
მადლობა უფალს, რომ ეს ინება!
დღეს ჩემი გზები რომში კი არა,
სულ ყველა შენსკენ მოედინება!..
ჩემი ლექსების ხარ ადრესატი,
რადგანაც ამ გულს ასე სწადია,
და მე არ მჯერა,რომ ქვეყანაზე,
ვინმეს უყვარხარ უფრო ძალიან!

ნანახია: 499 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz