ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით..,

ნანახია: 360 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz