ასე მგონია ყველაზე ადრე,
მე ვიგრძნობ შენი სულის შერხევას.
ამიყვავილებ ოცნებას ცამდე,
ვიფიქრებ მზისთვის ხელის შეხებას.
ასე მგონია შენი ტკივილი
მე მეტკინება თუ მეტკინება,
შენი წყენა და შენი ღიმილი
სულში დაცურავს ოქროს ტივებად.
შენი ალერსის კვალი მაჩნია,
და ქარში ქარვის მძივი დამებნა.
მუდამ ახლოს ვარ და თუ დაგჭირდი,
თავს განაცვალებ დაუნანებლად

ნანახია: 447 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz