როგორც კი თვალი მიმელულება,
ვიღვიძებ უმალ, შენ მეზმანები,
ცაზე ვარსკვლავი ელავს ულევი
და ქრიან ღამის წყნარი ქარები.

ვიღვიძებ, რადგან კვლავ იდუმალი
სურვილი ჩემს სულს ავსებს ანაზად,
უნებურ ვხვდები შენი სტუმარი,
ისევ მოვდივარ შენს ფანჯარასთან!

შუაღამისას მდუმარებს ქარი,
მწუხრის ნაკადზე მშვიდად ისვენებს
და როგორც ტკბილ ფიქრს აქრობს სიზმარი,
ჩამპაკის სუნიც ქრება ისევე.

როგორც ბულბული ქვითინებს ხეზე
და გულში იკლავს დარდსა და გლოვას,_
მეც ისე უნდა დაგაკვდე მკერდზე,
ძვირფასო, როცა სიკვდილი მოვა!

ო, ამიტაცე მიწიდან უცებ!
ამქვეყნად ჩემთვის მზე აღარ ბრწყინავს!
აპკურე ცივ და გაცრეცილ ტუჩებს,
ეგ სიყვარული ამბორის წვიმად!

ვაგლახ გაფითრდნენ ღაწვები ჩემი,
თუმც მღელვარებით ღამე აღივსო,
ო, იგი მკერდზე მიიკარ კდემით
და დადუმდება სამარადისოდ!

ნანახია: 492 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz