ღამეა...გარშემო ყველას ძინავს.ალბათ შენც და არც კი იცი, რომ ერთი უზომოდ ნაღვლიანი გოგონა ისევ შენ გეძებს. 
გეძებს ყველგან...დღისით თუ ღამით...გეძებს ცაში , გეძებს მიწაზე...გეძებს მის ახლოს და უზომოდ შორსაც და გპოულობს...ზოგჯერ...
ვუყურებ მთვარეს.ალბათ ისიც მხედავს.მინდა ვინმეს დაველაპარაკო,მაგრამ სიჩუმეა,გარშემო არავინაა.ვართ მხოლოდ მე და მთვარე.
-...და მას შემდეგ...მას შემდეგ უბრალოდ ნებისმიერ წუთს მინდა რომ ვიტირო.ზოგჯერ უზომოდ მიყვარს,მაგრამ ხანდახან ვერ ვიტან.ალბათ არ გესმის რას ვამბობ,ალბათ გიჟი გგონივარ,მაგრამ...
ისევ სიჩუმე.
-შენ ბედნიერი ხარ.ყველას ზევიდან დაგვყურებ და ნებისმიერის დანახვა შეგიძლია...ნებისმიერის!
ისევ ეს საშინელი, შემზარავი სიჩუმე!
უკვე დავიღალე ფიქრით.მინდა დავიძინო და თვალებს რომ გავახელ აღარაფერი მახსოვდეს, მაგრამ ვერ ვიძინებ და მხოლოდ მის სახეს ვხედავ.
ისევ ფანჯარასთან ვდგავარ და ვიყურები.ვფიქრობ დაუსრულებლად...და ტელეფონი რეკავს.
-არ გძინავს?-ნაცნობი ხმა ჩამესმის და ცოტა მაფრთხობს.
-არა
-არც მე.ფანჯარასთან ვდგავარ და ცას ვუყურებ.
-მეც და..
-და რა?
-და ცოტა ხნის წინ მთვარეს ველაპარაკე.
-რაზე?
-შენზე
-მართლა?-და გაეცინა.
-გიჟი ვარ ხო?
-ჩემსავით
-ალბათ...
-მიყვარხარ!

და მივხვდი, რომ დავმშვიდდი.ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვაც კი საკმარისია.ერთი ლამაზი სიტყვა.

ნანახია: 512 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz