|
|
ვიღაცამ ტაძარში სანთელი აანთო, ზღვისფერი თვალები გაათბო იმედმა, ვიღაცამ მაცხოვარს ტკივილი გაანდო, ვიღაცამ წმინდა ჯვრის ამბორი ინება...
ვიღაცას სათქმელი შუაზე გაუწყდა, სიცოცხლე დაშრიტა ნაღველთა იარამ, ვიღაცას ცხოვრების მიზანი აუხდა, ვიღაცამ ბოლომდის ყავარჯნით იარა...
ვიღაცას ნანატრი ღიმილი აჩუქეს - ფერმიხდილ სახეზე სიამე აცეკვდა, ვიღაცას სათუთი ოცნება წაართვეს, ვიღაცა ატირდა... ვიღაცა ამღერდა...
|
ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|