ოდესმე. . . ღამით . . .გაისმება შენს კარებზე ჩემი ზარის ხმა, 
კარებს გააღებ და ვერ მიცნობ, შენ ელი სულ სხვას . . . .
აცრემლებული, გულნატკენი და აერეული
მე გავუყვები გაყინული დეკემბრის ცივ გზებს . . .

გრძნობებისაგან აფეთქებული თან წამოვიღებ
შენს გაოცებულ მზერას და სიტყვებს . . .
ოღონდ იცოდე, რომ ოდესმე . . ერთ ქალს . . .
უყვარდა შენი სიტყვა და სული . . .

მაგრამ შენამდე სულ სხვამ დაიპყრო მისი სხეული და მისი გული . . .
მინდა უბრალოდ მხოლოდ ერთხელ ჩაგიკრა გულში. . .
გითხრა ისიც, რომ ჩემს შვილს შენი სახელი ჰქვია . . .

და თუკი ოდეს მარტო დარჩები უდიერ ბრბოში,
იცოდე ვიღაც შენი ლექსებით სიცოცხლეს ჰქმნიდა.

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz