დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა.... არადა, გახსოვს რამდენ ხანს ვაშენებდით?.... 
დაგეღალე....
ისე დაგეღალე, ბრძოლის ძალაც აღარ მაქვს....
თითქოს ხელს გიშვებ, მაგრამ მეშინია უშენობით მარტოობის....
შენთან მინდა!!!
ჰო, მინდა და რა ვქნა?!
იცი?... როცა იძინებ, შენს სასთუმალთან ვჯდები და სუნთქვას გითვლი....
როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, იცი?.....
მაგრამ არ მიშვებ შენამდე....
დაგეღალე... ამდენი უაზრობით დაგეღალე და ვეღარც გეღიმები....
ვერც შენ, ვერც სხვას....
ვეღარ ვიღიმები...
მომენატრე!...
ძველი გრძნობებით მომენატრე!....
ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე!...
შენი თვალები მომენატრა, შენი თითები...
მომეფერე რა...
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!...
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე...
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე... თვალები დამიკოცნე...
თითებით მომეფერე სახეზე!..
ტუჩები გააღიმე... გამაღიმე!...
ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!...
შენი ოცნება დამიხატე...
გულTან მიმიკარი!... ისე მომეფერე...
დამიბრუნდი!....
დამიბრუნდი...თორემ...
....თორემ შემშლის უშენობა

ნანახია: 474 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz