დავიბადე და ტკივილებად დამყვა წარსული
ფრთები მაქვს, მაგრამ ოცნებისგან ნათხოვარია.
ხან საწყისია, ყველაფრი ხან დასასრული
არ მშურს იმათი ლოცვის დროს, რომ ღმერთთან არიან.

განდეგილი ვარ ჭკვიანი და თქვენთვის ვსალოსობ,
ურთიერთობას არასოდეს ვარქმევ სახელებს-
ჩემს შემდეგ, ქარებსს გაატანეთ სულის სამოსი,
ჯერ ეს ღიმილი ამათალეთ ოღონდ სახეზე...

შევიძენ დარდებს, შევიძენ და გადავცვლი ლხინზე.
მოგეფერებით სხვაზე ბევრად ალერსიანად.
ვარ უფალი და გლახაკივით გავდივარ ხიდზე,
თვალები ჩემი: "მოთმინებით სავსე ფიალა"

გამცემს,- როდისმე და იქნება ეს დასასრული.
ზიზღი მილოკავს ასახელად მზერას ლიბრიანს,
ანგელოზი ვარ სიძულვილით თქვენგან წასული....
დავბრუნდი!.... რადგან მარტოობაც არ შემიძლია.

ნანახია: 505 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz