მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე, 
თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა.
ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს,
ის ცივ გონებას არ შეეწყობა.

ამაოა და არაფრად ვარგა,
ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება.
ჩემო სიცოცხლე, გაიგე კარგად,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

შეხედე მაღლა, ასწიე თავი:
მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს,
ფარფატებს მთვარე _ ყვითელი ყვავი
და დედამიწას თვალს არ აშორებს.

მე ასე მინდა _ მაკოცე მაგრად!
სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს.
ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ,
ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე.

თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს!
ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა.
მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს,
ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ.

რათა ბურუსში ციხფერ ზმანების,
მოურიდებლად, დაუფარავად,
შოთხვის ფოთლები, მწუხრის ზარები,
იმეორებდნენ: "შენი ვარ მარად!”

და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი,
თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება
სვი და იმღერე, ჩემო სიცოცხლე,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

ნანახია: 449 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz