მე მაპატიე,
ვერ დავემგვანე
იმ ქალს, რომელსაც
ღამ-ღამობით ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე,
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი -
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული, მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა.
ვეღარ გითხარი...
დროც არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც უხმაუროდ
ისე წავედი,
შემოდგომის პირს როგორც იცის
ხოლმე ფოთოლმა.

ნანახია: 455 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz