|
|
ასე უცებ, ასე უცებ რომ შემიყვარდი.
ჯერ არც მინახავს, არც მიგრძვნია შენი ხელები,
ასე უცებვე გულს მოეძალა უსაზღვრო დარდი.
მხოლოდ სიტყვებით და ამ ლექსით მოგეფერები.
მე რომ შემეძლოს შენთვის, ცაზე დავთვლიდი ვარსკვლავს
შენთვის დავწერდი ტკბილ მელოდიას, გიმღერდი ზღაპარს.
შენთვის ლოცვაში დავაღამებდი, გავლევდი ზამთარს.
შენზე ფიქრებში დავმალავდი გულის სხვა განცდას.
ნეტავ შემეძლოს, შემეძლოს შენი თვალების ცქერა,
შემეძლოს შენთვის სიკვდილამდე ლექსების წერა.
ნეტავ გესმოდეს, გესმოდეს გულის მტანჯველი ძგერა
და ჩემს ფიქრებში ფრთხილად დამშრალი ჩუმი სიმღერა.
მე ვერ ვისწავლი ოცნების ზღვაში რიტმულად ცურვას,
ვერც სხვის თვალებში შემეძლება ვეძებო ტრფობა.
და არც ის მინდა, რომ ჩემს გულში იფეთქოს შურმა,
არც სიკვდილი მსურს, არც ღვინითა და არყით თრობა.
ალბათ მომიწევს ჩემი სიცოცხლის მტვერში დამალვა,
ვეღარც ზღვის პირას შემეძლება ქვიშის მოქარგვა.
მხოლოდ თეთრ თოვლზე დატოვებულ იმ ერთ ნაბიჯში,
იმ ერთ სუნთქვაში, ერთი გასროლით გრძნობას მოვფანტავ.
ამ ლექსის მერე ისევ შენზე დავიწყებ წერას,
ისევ შენ გეტყვი და გაგიმხელ გულის ვედრებას.
ისევ ღამეში გადმოვანთხევ გულიდან მელანს
და ისევ შენ ხმას, ჯერ არ გაგონილს, ვუწყებ ფერებას..
|
ნანახია: 444 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|