არ ვიცი რატომ მაგრამ გელოდები,
არ ვიცი რატომ მაგრად მენატრები,
არ ვიცი რისთვის ან რატომ მესიზმრები,
ან რისთვის გისაკუთრებ და სხვისთვის მენანები.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,
მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,
მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,
მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
ისევ მარტო ვარ, შენ ისევ არ ხარ.
წვიმას აპირებს და არსად ჩანხარ.
არცერთი სიტყვა, არცერთი ფრაზა,
ნეტა ვიცოდე ნეტა შენ სად ხარ.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
მთელი ცხოვრება გეძებდი კარგო...
გეძებდი ქვეყნის გაჩენის დღიდან...
ცხოვრებამ მტანჯა მაგრამ არ ვდარდობ.
სიცოცხლე მარტო შენს გამო ღირდა...
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
ნეტავ რა გითხრა ამ სიშორიდან,
მწუხარე გულით რა შემიძლია,
ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად მაგრამ,
უშენოდ ყოფნა არ შემიძლია.
––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუკი ლოდინი გარგუნა ბედმა
ნურც გაიფიქრებ რომ ბედი არ გაქვს
უბედური ხომ მხოლოდ ის არის
ვისაც ლოდინის მიზეზი არ აქვს.

ნანახია: 448 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz