დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო, მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი, პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი და შვილიშვილთან მომავალი საქართველოსი...
შვილებთან უნდა ვადღეგრძელო თვალის სინათლე, დებთან და ძმებთან ყველა დილა ქართულ მიწაზე, თუ საქართველო შენი ფეხით არ დაგივლია , არ გიცხოვრია არასოდეს დედამიწაზე...
ნიავი რომ ქრის ეს ნიავი ჩემი სუნთქვაა, წყარო სისხლია, ქვა თვალია, მიწა ხორცია, დამილოცია ჩემი მიწის ყველა მტკაველი, ჩემი პატარა საქართველო დამილოცნია..