სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე
ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი .
ღმერთად გაქციე და მერე რისთვის ,..
გამიხსენებდი რა ვიყავ შენთვის?..
შენ შენი თავი გიყვარდა ძლიერ
ასე უგულო ასე ამაყი
იმიტომ იყო ბოლოს და ბოლოს
ის უჩვეულო სევდაც წამართვი .
მე შენ მიყვარდი თითქოს აქამდის
იმ უჩვეულო მზერა , იერით ,
არ დაიჯერო ეს არ ყოფილა…
ფიქრი მიყვარდა მე ჩემმიერი
ფუჭად ვხატავდი სველი ხელით ცას
უკვე დაწინწკლულს მრავალწერტილით
მე შენ ?
არასდროს არ მყვარებიხარ ,
ღმერთი მიყვარდა ჩემგან შექმნილი

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz